124 ათასი ლარი ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგიროს რეაბილიტაციისთვის

29 თებერვალი 2020, 12:10 1598 ნახვა

ხულო -თაგოს დამაკავშირებელი საბაგიროს რეაბილიტაციისთვის აჭარის მთავრობამ 124 ათასი ლარი გამოყო, თუმცა, როდის დასრულდება სამუშაოები ფინანსთა მინისტრი ვერ აკონკრეტებს. ერთი თვეა მოსახლეობას, ხულოდან-თაგომდე 7 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა ფეხით ან დაქირავებული ტრანსპორტით  უწევს.

ხულოდან თაგომდე მიკროავტობუსი არ მოძრაობს, საავტომობილო გზა ავარიულია. ხულო-თაგოს საბაგირო გზამ მუშაობა ჯერ კიდევ გასულ თვეში შეწყვიტა.  აიპ "ხულო-თაგოს ბაგირბაზის" დირექციაში პრობლემად  ბაგირზე დაფიქსირებული დაზიანებების ასახლებენ,  რის გამოც მგზავრთა გადაყვანა სახიფათო იყო. ბაგირი, რომლის სიგრძე 3400 მეტრია მთლიანადაა შესაცვლელი. ხულო-თაგოს საბაგირო გზას რეაბილიტაცია ბოლოს, 2011 წელს ჩაუტარდა.

საბაგიროს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი. საბაგირო 1985 წელს გაიხსნა, ის სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში