გასულ დღე-ღამეში ჩინეთში კორონავირუსის 427 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებამ კი 47 ადამიანი იმსხვერპლა

29 თებერვალი 2020, 12:25 2475 ნახვა

თანამშრომლის კორონავირუსით დაავადების შემდეგ Google-მა საერთაშორისო მივლინებები შეზღუდა. გასულ დღე-ღამეში კი, ჩინეთში კორონავირუსის 427 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებამ კი 47 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 835-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი კი 79 251-ს. BBC-ის ინფორმაციით, 2931-მდე გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში.

იქ ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა. მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 650 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 ათას 533-ია.

აშშ-ში კორონავირუსის საფრთხის გამო ასეანის სამიტი გადაიდო, რომელიც 14 მარტს უნდა გამართულიყო. ასეანის სამიტთან ერთად გადაიდო თეთრ სახლში ავსტრიის კანცლერის ვიზიტიც, რომელიც ვაშინგტონში, 3 მარტს იგეგმებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში