დაზუსტდა, რომ კორონავირუსის მკურნალობისა და ტესტირების ხარჯებს მთავრობა დაფარავს

28 თებერვალი 2020, 18:18 1736 ნახვა

ორი დღის შემდეგ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხევევა დაფიქსირდა საქართველოში. ინფიცირებული იტალიიდან დაბრუნებული 31 წლის ქალია, თუმცა მედიკოსების ინფორმაციით, მას დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებოდა და მიმდინარეობს მონიტორინგი.

დაინფიცირებული მეგობრებთან ერთად მოგზაურობდა იტალიის იმ ქალაქებში, სადაც კოვიდ-19-ის რისკი ნაკლებია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს.

ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს, ისევე როგორც ტესტირებას სახელმწიფო ფარავს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში