ინფრასტრუქტურული პროექტები

20 სექტემბერი 2016, 00:00 2546 ნახვა

9 მარტის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ამ დროისთვის, საავტომობილო გზის მოშანდაგება და ასფალტირებისთვის მომზადების პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოები ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა. ლაშა სირაბიძის განცხადებით, კფწ პროექტის ფარგლებში, უკვე შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები. მისივე თქმით, მერიის პროგრამით 25 ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რისთვისაც დაახლოებით 19 მილიონი ლარია გამოყოფილი. დღესვე ლაშა სირაბიძე  ანგისის დასახლებაში წყლის სისტემის  სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო. ამ უბნისთვის სასმელი წყლის მილების რეაბილიტაციისთვის მილიონ ნახევარი ევრო კფწ-პროგრამის ფარგლებში დაიხარჯება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში