მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოშია მოთავსებული

26 თებერვალი 2020, 09:50 783 ნახვა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს არც ადვოკატი და არც მედიკოსები არ აკეთებენ.  

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი დღესაა ჩანიშნული.  აღსანიშნავია, რომ ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი წინა სასამართლოს სხდომასაც არ ესწრებოდა.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში