იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი დაიღუპა

22 თებერვალი 2020, 18:21 1840 ნახვა

იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი დაიღუპა. ეს ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. დღეს იტალიის ორ რეგიონში დაავადება ერთდროულად კიდევ 16 ადამიანს დაუდგინდა. ქვეყანაში სასწავლო დაწესებულებების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. მსოფლიოში ახალი ვირუსით დაავადებულთა და დაღუპულთა რიცხვი იზრდება.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი გაორმაგდა სამხრეთ კორეაში. შექმნილი ვითარების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება. თუმცა, პოზიტიურია გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც. ვირუსისგან უკვე 21 ათასზე მეტი პაციენტი განიკურნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში