თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანელ მოქალაქეებს A და B ტიპის ვირუსები არ აღმოჩნდათ

22 თებერვალი 2020, 15:17 2071 ნახვა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანელ მოქალაქეებს A და B ტიპის ვირუსები არ აღმოჩნდათ, ახალ კორონავირუსზე ტექსტირების პასუხები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 3 მოქალაქიდან ტემპერატურის მატება 8 და 13 წლის მოზარდებს აღენიშნებათ, დედა კი ამ დროისათვის ჯანმრთელადაა.

მისი განმარტებით, ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოზარდებს პნევმონია არ აქვთ და მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა. ოჯახი ირანის ქალაქ ყუმიდან არის, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში