რატომ უჩვენეს და განიხილეს რეპორტაჟი მაუწყებლის მოადგილეობის კანდიდატებმა? დავა შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

22 თებერვალი 2020, 12:40 2043 ნახვა

რა კრიტერიუმებით შეარჩია საკონკურსო კომისიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე და რამდენი ქულა მიიღეს მონაწილე კანდიდატებმა? - ოქმი ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა, გამარჯვებულ კანდიდატთან გასაუბრება კომისიამ დახურა, მას შემდეგ რაც „მთავარისთვის“ ცნობილი გახდა, რომ კანდიდატებს კომისია კითხვებს კონკრეტულ სიუჟეტზე უსვამდა. 

თუმცა მოგვიანებით ვახო ხუზმიაშვილთან გასაუბრების კადრები მოგვაწოდეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულმა პროფესიულმა კავშირმა, დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსში მომხდარი ინცინდენტი,  პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლად მიიჩნია.

გადაღებაზე მყოფმა რეპორტიორი ნათია ლომაძე მტკიცებულებითი დატვირთვის მიზნით ფოტოს იღებდა, ადასტურებდა იმას, რომ დირექტორობის მოადგილეობის კანდიდატებს აჩვენეს კონკრეტული სიუჟეტი და მისი შინაარსის შეფასება შესთავაზეს. რეპორტაჟის კონკურსანტებთან საჯარო განხილვაზე გამოტანა გააპროტესტა, მასალის ავტორმა, ჟურნალისტმა ჯენი კვანტალიანმა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება, მიუღებელია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორისთვის

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში