გაბედეს წევრებმა აჭარის მაუწყებლის დირექციას გაზეთი კომუნისტი მიუტანეს 

21 თებერვალი 2020, 12:16 1921 ნახვა

მოძრაობა ''გაბედეს'' წევრებმა აჭარის ტელევიზიის შენობასთან გაზეთი კომუნისტი და მედლები მიიტანეს. აქციის მონაწილეები მაუწყებელთან იმ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მოვიდნენ, რომელიც მრჩეველთა საბჭომ 19 თებერვალს მიიღო. 

მათი თქმით, მაუწყებლის დირექტორი და მრჩეველთა საბჭო მაუწყებელში საბჭოთა კავშირს აბრუნებს. 

''აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის კერძო ტელევიზია, ის ეკუთვნის საზოგადოებას, აქედან გამომდინარე ის უნდა ემსახურებოდეს ხალხს. დღევანდელი მაუწყებელი პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესებს, აშუქებს რაც ხდება ჩვენს ირგვლივ. ახლა კი კომუნისტების პერიოდთან მივედით. ეს ძველი გაზეთი ''კომუნისტი'' ბატონ გიორგი კოხრეიძეს საჩუქრად მივუტანეთ, რომელიც შალვა რამიშვილის და ''ქართული ოცნების'' გამოგზავნილია. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას შალვა რამიშვილებს,  ბიძინა ივანიშვილებს და მისთანანებს შეეხონ დამოუკიდებელ მედიას'', - უთხრა ჟურნალისტებს მოძრაობა ''გაბედეს'' წევრმა. 

ახალგაზრდები აჭარის ტელევიზიის შენობაში შესვლასაც შეეცადნენ, თუმცა ამის საშუალება დაცვის პოლიციამ არ მისცა.

 

განახლება / 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვება

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში