ქართველი მეზღვაურების გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება - საგარეო უწყება

21 თებერვალი 2020, 11:03 2593 ნახვა

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე შეიარაღებული თავდასხმისას გატაცებული საქართველოს ოთხი მოქალაქის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

უწყების ინფორმაციით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. თავდასხმის დროს გაიტაცეს 10 მეზღვაური, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

სააგენტოში ამბობენ, რომ აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებენ გემთფლობელ კომპანიასთან. მეზღვაურების უსაფრთოებიდან გამომდინარე, მათი ვინაობა არ საჯაროვდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში