მიუსაფარი ძაღლების მოვლას ითხოვენ ხულოში

18 თებერვალი 2020, 20:57 1758 ნახვა

მიუსაფარი ძაღლების მოვლას ითხოვენ ხულოში. მოქალაქეები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის ცენტრში ღამით გადაადგილება სახიფათოა. მოვლასთან დაკავშირებით მერიის მიერ გამოცხადებული ერთი ტენდერი ჩავარდა, მეორეზე კი ხელშეკრულება „სევერთან“ გაფორმდა. კომპანიამ წლის განმავლობაში 12 400 ლარად 155 ცხოველის ბათუმის თავშესაფარში გადაყვანა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროცედურები უნდა უზრუნველყოს. სხვათაშორის მიუსაფარი ცხოველების მოვლის კუთხით შეფერხება შეიქმნა ბათუმშიც. აქ ორი ტენდერი ჩავარდა, ბოლოს კი დროებითი ხელშეკრულება ისევ „სევერთან“ გაფორმდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში