სერგეი ლავროვი და რუსეთის დელეგაცია, შესაძლოა მაისში საქართველოს ეწვიონ

13 თებერვალი 2020, 18:31 1194 ნახვა

სერგეი ლავროვი და რუსეთის დელეგაცია, შესაძლოა მაისში საქართველოს  ეწვიონ. აპირებს თუ არა ლავროვი თბილისში ჩასვლას, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული აქვს - ზუსტი პასუხი უცნობია. ასევე უცნობია რას იზამს საქართველოს ხელისუფლება: დაარღვევს კანონს ოკუპაციის შესახებ თუ  უარს იტყვის საერთაშორისო ვალდებულების შესრულებაზე? მმართველი გუნდი გეგმავს ეროვნულ ინტერსებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან იმსჯელოს.

რუსეთი უკვე გვკარნახობს, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარემ და მასპინძელმა საერთაშორისო ვალდებულებები უნდა შეასრულოს, უზრუნველყოს დელეგაციების თავისუფალი შესვლა ქვეყანაში და მათი უსაფრთხოება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში