ნარკორეალიზატორი დააკავეს სამართალდამცველებმა ფონიჭალაში

12 თებერვალი 2020, 09:01 888 ნახვა

ნარკორეალიზატორი დააკავეს სამართალდამცველებმა  ფონიჭალაში.  წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ პირს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება ბრალი.

პოლიცია  უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაული 5-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში