რუსეთში ამბობენ, რომ ტურისტული ემბარგო მანამ გაგრძელდება, ვიდრე რუსოფობიური კამპანია იქნება საქართველოში 

11 თებერვალი 2020, 13:27 2207 ნახვა

რუსეთი საქართველოში ანტისაოკუპაციო აქციებს, რუსოფობიურად აფასებს და ამის გამო ავიასანქციების მოხსნას ამ ეტაპზე არ გეგმავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკო ამბობს, რომ  ვიდრე საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს "რაიმე სახის" საფრთხე ემუქრებათ და "რუსოფობიური კამპანია" არ დასრულდება, ტურისტულ ემბარგოს მოხსნას არ აპირებენ. 

"გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აუცილებელი პირობები შეიქმნება. პირველ რიგში კი საქართველოში დასტაბილურდება სიტუაცია, დასრულდება რუსოფობიური კამპანია და ჩვენი მოქალაქეებისთვის რაიმე სახის საფრთხეები გაქრება", — აღნიშნა რუდენკომ.

რუსეთმა საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ფრენები გასული წლის ზაფხულში შეუზღუდა. 20 ივნისს, საქართველოში ანტისაოკუპაციო აქციების დაიწყო. 

უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა - სერგეი გავრილოვმა დაიჭირა, რასაც მოსახლეობის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. აქციების შედეგად გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, მანამდე კი აქციის მონაწილეები ძალისმიერი მეთოდით დაშალეს. 

რუსეთ ფედერაციამ პროცესი სანქციებისთვის გამოიყენა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ფრენები შეზღუდა, რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც მოჰყვა საქართველოში ანტისაოკუპაციო აქციებს,  ისინი ამ აქციებს რუსოფობიურად აფასებენ.  

შეზღუდვის მიუხედავად, 2019 წელს, არაპირდაპირი ავიარეისებით დიდი ოდენობის რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდა საქართველოში ტურისტულად, არ დაფიქსირებულა მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო შევიწროების ან დაშინების ფაქტები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში