რა ბედი ელის მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ოჯახს?

18 სექტემბერი 2016, 00:00 3281 ნახვა

ქედაში, სოფელ პირველ მაისში მცხოვრები,  სამნიძეების სამ-წევრიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. სახლი, რომელშიც სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს, ინგრევა. მიზეზი, მათი თქმით, მეწყრული პროცესებია, რასაც არ ეთანხმებიან ქედის გამგეობაში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პრობლემას, საცხოვრებლის სიძველეს უკავშირებენ, მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგების მიერ მომზადებულ დასკვნაში აქცენტი, მეწყრულ პროცესებზე კეთდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში