სადავო საარჩევნო სისტემა - გაერთიანებული ოპოზიციის ახალი შეთავაზება

10 თებერვალი 2020, 18:02 970 ნახვა

ციფრების ვისი კონფიგურაცია გაიმარჯვებს?- რა სისტემით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები ისევ უცნობია. პარტიებმა შიდა კონსულტაციები დაიწყეს. საუბარია ახალ პროექტზე, რომელშიც გათვალისწინებულია ხელისუფლების შეთავაზების ნაწილი, შენარჩუნებულია მაჟორიტარობის კომპონენტიც, მაგრამ ის უფრო ახლოს არის პროპორციულთან. მიმდინარე კვირას მხარეებს შორის დიალოგის მეხუთე და ბოლო რაუნდი გაიმართება.

უმრავლესობა  ოპონენტებისგან საბოლოო პასუხს  მათ მიერ შეთავაზებულ 100/50-ის ვარიანტზე ელოდება. უმცირესობა კი განიხილავს 130/20-ზე და მსგავს მოდელებს, რომლებსაც  თავად კომპრომისულ შეთავაზებად აფასებენ. დამოუკიდებელი დეპუტატები კი მზად არიან დათანხმდნენ უმრავლესობის ინიციატივას მხოლოდ 4 პირობით. ოპოზიციური ლიდერები შეთავაზების საბოლოო ვარიანტზე შესაჯერებლად დღესაც შეიკრიბნენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში