ბათუმმა მორიგი შეხვედრა მოიგო - საკალათბურთო ჩემპიონატის სუპერლიგა

10 თებერვალი 2020, 10:24 1898 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის სუპერლიგის 12 ტურის შეხვედრაში, ბათუმმა მორიგი შეხვედრა მოიგო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი თბილისის ,,დინამოს’’ დაუპირისპირდა და მეტოქე 13 ქულიანი სხვაობით 98:85 დაამარცხა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარეს ბათუმელთა ლეგიონერებმა კოლინ მალკომმა, ნიკოლაოს დიპლაროსმა და ნიკოლა ვუიოვიჩმა. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა კოლინ მალკომმა ჩააგდო . თავისი მატჩის მოგება შეძლო გათამაშების ლიდერმა თსუ ჰიუნდაიმ. თსუ-მ მგზავრები 83:77 დაამარცხა და ისევ ჩემპიონატის ლიდერია.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილს 21 ქულით ‘’თსუ’’ ლიდერობს. 20 ქულა აქვს მეორე ადგილზე მყოფ ,,ბათუმს’’ , ხოლო მესამე ადგილზე 18 ქულით ‘’ოლიმპია’’. შემდეგ შეხვედრას გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ,,ბათუმი’’ გასვლაზე თბილისში 15 თებრვალს ,,მგზავრების’’ წინააღმდეგ გამართავს.

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში