''ბათომი'' საბას ნომინანტი

18 სექტემბერი 2016, 00:00 4203 ნახვა

''ბათომი''  საბას პრემიის მოლოდინში.  წიგნი, ბათუმის ისტორიაზე, საუკეთესო დოკუმენტური პროზის ნომინაციაზე  გამომცემლობა “ბათუმელებმა” წარადგინა. 300-ზე მეტი ნომინანტიდან  საბას ჟიურიმ `ბათომი” 6 საუკეთესო გამოცემას შორის  შეარჩია. რჩეული კი დღეს გამოვლინდება. საბას  დაჯილდოვების ცერემონიას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 21 საათზე პირდაპირ  ეთერში გადასცემს. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ  `ბათომს”  და მის ავტორს, შოთა გუჯაბიძეს, რომელიც  ჩვენი არხის თანამშრომელია. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში