სოფელ ჭახათში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება - უამინდობა ქობულეთში

09 თებერვალი 2020, 13:16 1650 ნახვა

ქობულეთში თოვლის საფარი 5-6, ზოგან 7-8 სანტიმეტრს აღწევს. 
ქალაქის ნაწილში ცენტრალურ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული არ არის თუმცა, ქვეითთა სავალი ნაწილი ამდრომდე არაა გაწმენდილი.

დიდთოვლობის გამო, ელექტრო ენერგიის გარეშეა ჭახათის თემი. სოფელ ჭახათის რწმუნებულის ნუგზარ დავითაძის თქმით, თოვლმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ბოძები რის გამოც სოფელს ამ წუთებში ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

"მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და უმოკლეს ვადაში  მოსახლეობას ელექტროენერგიას მივაწვდით.  სოფლის გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით იწმინდება. ამ დროისთვის გზებზე გადაადგილების კუთხით შეფერხება არ გვაქვს",-უთხრა მაუწყებელს სატელეფონო საუბარში ნუგზარ დავითაძემ.

ქობულეთში დილიდან თოვს.

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში