ხელვაჩაურში დააკავეს პირი, რომელსაც ხელყუმბარისა და საარტილერიო ჭურვის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავებიან

08 თებერვალი 2020, 14:05 1914 ნახვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს.

1986 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფს საბრძოლო, მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და ეზოში ჩატარებული ჩხრეკისას, „რგდ-5“-ის ტიპის 2 მსხვრევადი ხელყუმბარა და 2 საარტილერიო ჭურვი ნივთმტკიცებად ამოიღო.

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში