მაღალმთიან აჭარაში ქარბუქია - რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

08 თებერვალი 2020, 11:12 2261 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში თოვს. უხვ ნალექს ჯერჯერობით პრობლემები არ გამოუწვევია. ხულოს მერიის ინფორმაციით, გადაადგილება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულშია შესაძლებელი. რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს, მაღალი ზონის სოფლებში საგზაო დეპარტამენტის ექვსი ერთეული ტექნიკა მუშაობს. შეფერხებები არ არის ენერგომომარაგებაში. თოვს კურორტ გოდერძიზეც, იქ გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა რეკომენდებული.

თოვლმა შეფერხებები შექმნა შუახევში, წყალსაყრისა და შუბნის თემებში ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო მოსახლეობას შუქი არ მიეწოდება.

ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მაღალმთიან აჭარაში ამ დროისთვის ძლიერი ქარბუქია და  გზებზე დაბალი ხილვადობაა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში