საზოგადოება ზაზა ხალვაშს ემშვიდობება

07 თებერვალი 2020, 18:27 1944 ნახვა

საზოგადოება ცნობილ ქართველ კინო რეჟისორ ზაზა ხალვაშს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდი დღეს  წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მიმდინარეობს. ხვალ  კი ქედაში, სოფელ გეგელიძეებში დაკრძალავენ. რეჟისორი სამშაბათს თბილისში გარდაიცვალა. ზაზა ხალვაში არაერთი ცნობილი ქართული ფილმის რეჟისორია, რომლებმაც  ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში