მინისტრი დასავლეთ სარდლობის ბაზებზე

18 სექტემბერი 2016, 00:00 2906 ნახვა

ადლიის  და  დასავლეთ სარდლობის კიდევ  3 სამხედრო დანაყოფი  მოინახულა ლევან იზორიამ პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძესთან ერთად. თავდაცვის მინისტრი ბაზებზე არსებულ სიტუაციას გაეცნო და პრობლემებთან დაკავშირებით დანაყოფების ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია მოისმინა.  საერთაშორისო მისებში მონაწილეობისთვის მან სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა. მინისტრმა სენაკის სამხედრო ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ამავე კატეგორიაში