ბათუმის საზღვაო აკადემია ბრიტანულ კოლეჯთან თანამშრომლობას იწყებს

07 თებერვალი 2020, 11:54 2956 ნახვა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა  ბათუმის საზღვაო აკადემიასა და ბრიტანულ სანაოსნო კოლეჯს პორტსმუთს შორის.  მემორანდუმი გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების შემუშავებას ითვალისწინებს.

იგეგმება ასევე გაცვლითი პროგრამების განხორციელებაც. ორმხრივ დოკუმენტს ხელი ბრიტანული კოლეჯის პრორექტორმა და ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორმა მოაწერეს. საზღვაო სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა საქართველოს განათლების მინისტრის ლონდონში  ვიზიტის დროს, განათლების მსოფლიო ფორუმზე დაიგეგმა.

მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოსა განათლების მინისტრის მოადგილე, აჭარის განათლების მინისტრი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  დირექტორის მოადგილეც ესწრებოდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში