ანაკლიის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

06 თებერვალი 2020, 13:41 1031 ნახვა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ახალ ტენდერს ეკონომიკის სამინისტრო გამოაცხადებს.როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად შესაბამისი მზადების დაწყების მიზნით, ანაკლიის პორტის პროექტი და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა.მინისტრის თქმით, გათვალისწინებული იქნება ყველა ბოლო ცვლილება და გაუმჯობესება, რაც ხელშეკრულებაში ინვესტორის სასარგებლოდ განხორციელდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში