შეღავათები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის

06 თებერვალი 2020, 11:33 866 ნახვა

იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეული კატეგორია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება, ეს გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საუბარია 5-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე.მთავრობა ასევე განიხილავს კანონპროექტს, რომელიც საშუალებას მიცემს კომპანიებს თავიდან აიცილოს გაკოტრების ეტაპი.

 ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით, 2008 წლამდე დაწყებული დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კომპანიებს შეღავათები,2026 წლამდე უგრძელდებათ. როგორც პრემიერმა აღნიშნა ასეთი პროექტები საკმაოდ ბევრია და სწორედ ამ მიზეზით მიიღეს ვადების საგრძნობლად გახანგრძლივების გადაწყვეტილება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში