პრემიერის სამძიმარი

18 სექტემბერი 2016, 00:00 2717 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილი გიორგი კვირიკაშვილმა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. პრემიერის განცხადების თანახმად, მერაბ ბერძენიშვილის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ”მემკვიდრეობა, რომელიც მერაბ ბერძენიშვილმა დატოვა, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. მის მიერ შექმნილი მონუმენტური ქანდაკებები საუკეთესოდ ასახავს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქართველი კაცის ბუნებას, ჩვენს უმთავრეს ღირებულებებს. სამძიმარს ვუცხადებ  ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ამავე კატეგორიაში