520-ე დადგენილება - მინისტრის სკანდალური განცხადება

05 თებერვალი 2020, 20:37 1586 ნახვა

თქვენი რეფორმა 520-ჯერ არტყამს დანას მძიმე პაციენტებს - ასე მიმართა ზვიად კვაჭანტირაძემ ჯანდაცვის მინისტრს. კითხვების ძირითადი ნაწილი, სწორედ ამ რეფორმას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის მომსახურების ფასი გათანაბრდა. ამას ექიმებში პროტესტი თავიდანვე მოჰყვა.

ითქვა, რომ მედპერსონალის ნაწილი გაუშვეს, ნაწილს  კი ხელფასები შეუმცირეს.  ამბობდნენ, რომ მომსახურების ხარისხიც გაუარესდებოდა.  ექიმების და დეპუტატების საპასუხოდ დღეს 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით მინისტრმა ახალი ინფორმაცია გაახმოვანა -  თქვა, რომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების რიცხვი 4.8%-ით შემცირდა.

ტიკარაძე სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით გამოთქვამს ეჭვს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მანიპულაციები, დაფინანსების მიღების მიზნით, ხელოვნურად იყო გაზრდილი.  მინისტრის სკანდალური განცხადება და კითხვა-პასუხი რეფორმის ირგვლივ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში