თურქეთში ზვავმა 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - მაშველები რამდენიმე პირს ეძებენ

05 თებერვალი 2020, 11:59 1784 ნახვა

თურქეთში, ვანის პროვინციაში ზვავმა სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თურქული მედიის ცნობით, ჩამოწოლილი თოვლის მასის ქვეშ მიკროავტობუსი მოექცა, რომელსაც, სავარაუდოდ 15 ადამიანი გადაჰყავდა.

მაშველებმა 7 ადამიანის გადარჩენა და თოვლიდან ამოყვანა შეძლეს.

ვანის გუბერნატორის განმარტებით, სამაშველო ოპერაციაში 200 პირი მონაწილეობდა. ძებნა-გადარჩენითი სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა, მაშველები თოვლის საფარ ქვეშ მოყოლილ კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ. 

დაშავებულებისა და გარდაცვლილების ვინაობა ამ დრომდე არ საჯაროვდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში