მადრიდში თვითმფრინავის ავარიულად დაფრენას პირდაპირ ეთერში უჩვენებდნენ

03 თებერვალი 2020, 22:49 2775 ნახვა

მადრიდში კანადური თვითმფრინავი, სადაც პირველადი ინფორმაციით  130 მგზავრი იმყოფებოდა, ავარიულად დაფრინდა. 

 მედიის ინფორმაციით,  კანადურ  თვითმფრინავს აფრენის დროს ძრავი და ბორბალი დაუზიანდა. პილოტები იძულებულები გახდნენ, რომ მადრიდის აეროპორტში ავარიული დაშვება განეხორციელებინათ. 

ავარიული დაშვების უფლება აფრენიდან 30 წუთში მოითხოვეს.

პროტოკოლის მიხედვით კი,მერე დაფრენამდე ბოინგს საწვავის მარაგი უნდა  დაეცალა, ამისთვის კი მადრიდის თავზე წრიულად ფრენა მოუწია. 

თვითმფრინავის ავარიულ დაშვებას პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს მთელს მსოფლიოში. 

ბოინგი წარმატებით დაფრინდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში