ავარია აეროპორტის გზატკეცილზე - დაშავებულია ოთხი ადამიანი

03 თებერვალი 2020, 20:24 8213 ნახვა

აეროპორტის გზატკეცილზე ავტოავარიის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა.  დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში