“ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“ - ანგარიში

03 თებერვალი 2020, 18:21 1189 ნახვა

კიდევ ერთი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებას. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად ამერიკული გავლენიანი ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ 5 მთავარ პრიორიტეტზე წერს, რომელიც 2020 წელს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი იქნება. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ამ შემთხვევაშიც მთავარი რეკომენდაციაა.  ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ბოლო შანსი, რომელიც სტრატეგიულმა პარტნიორმა მმართველ გუნდს მისცა. მათივე განმარტებით, ხელისუფლებამ სტატიაში მოცემული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. გამოსავლად პროპორციულ არჩევნებს და ანაკლიის პორტის მშენებლობას ასახელებენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში