''საქართველოში კორონავირუსი არაა“ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 

01 თებერვალი 2020, 15:01 2039 ნახვა

„საქართველოში კორონავირუსი არაა“ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მოსახლეობას მოუწოდებს არ აჰყვნენ პანიკას და ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიიღონ. მედიკოსები მოსახლეობას, რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევენ. თურქეთი ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკუთარ მოქალაქეებთან ერთად საქართველოს 4 მოქალაქის ევაკუაციასაც ახორციელებს. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა ჩინეთი უკვე დატოვა.

საქართველო თურქეთს, მოქალაქეების ევაკუაციისთვის მადლობას უხდის ჩინეთს კი სოლიდარობას უცხადებს. ნინო ხოზრევანიძე მუშაობს თემაზე, ნონო, რას ამბობენ მედიკოსები, არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი?მათ შორის  ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პირბადეების დეფიციტი იქნება. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში