სამსახურიდან დათხოვნილი სოცმუშაკები სარჩელს ამზადებენ

30 იანვარი 2020, 20:15 1316 ნახვა

 სადამსჯელო ღონისძიება, თუ რეორგანიზაცია? ხვალ ათობით  სოციალურ მუშაკს ბოლო სამუშაო დღე აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული  უწყების გადაწყვეტილებით ისინი რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს სამსახურიდან. ეს პასუხი დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია არასამთავრობო სექტორისთვის. ორგანიზაციები გამჭვირვალობას მოითხოვენ. უნდა აღინიშნოს, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი შარშან პროტესტს გამოხატავდა და ადეკვატურ სამუშაო პირობებს ითხოვდა. აქედან გამომდინარე პირდაპირ მიუთითებენ - ფაქტი აჩენს ეჭვს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები  პროტესტის გამო დაისაჯენ.

სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ გამოაცხადებენ კონკურსს, თუმცა რატომ უნდა გაიარონ კონკურსი გამოცდილმა კადრებმა ეს უცნობია. სოციალური მუშაკები სარჩელს ამზადებენ და სასამართლოში დავას აპირებენ. შესაძლო დავის პარალელურად დამოუკიდებელ პროფესიული კავშირებში პასუხებს ითხოვენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი