საქართველოს ფუტსალის ნაკრები დღეს გერმანიას დაუპირისპირდება

29 იანვარი 2020, 10:01 1618 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში გერმანიის, ავსტრიისა და კოსოვოს ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

საქართვლოს ნაკრები პირველ შეხვედრას დღეს, 29 იანვარს, 19:00 საათზე გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს და შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უკვე ღია ვარჯიში გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდს უკვე ლეგიონერები შეუერთდნენ და ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 15-მა მოთამაშემ მიიღო.

მეორე ტურის მატჩს საქართველოს ფუტსალის ნაკრები უკვე ხვალ 30 იანვარს ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. დასკვნითი მესამე ტურის შეხვედრაში 1 თებერვალს ქართველები კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს მატჩი 22:00 საათზე დაიწყება. საკვალიფიკაციო ეტაპის სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აჩვენებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში