ოჯახიშვილის საქმე - აქცია პროკურატურასთან

17 სექტემბერი 2016, 00:00 3375 ნახვა

დაკავებული მინდია ოჯახიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს აჭარის მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციის გეგმავენ. მოეწყობა მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველომდე. ოჯახიშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, მას ბრალად ედება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. დაცვის მხარე ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები თუ როგორ ჩაუდო პოლიციამ იარაღი მინდია ოჯახიშვილს.

ამავე კატეგორიაში