თურქეთში, მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 2 .5 წლის გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს

26 იანვარი 2020, 15:16 1381 ნახვა

24 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დანგრეული კორპუსის ნანგრევებიდან, 2 .5 წლის გოგონა მაშველებმა, ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს. საძიებო სამუშაოებისას, მაშველებმა ქალის ხმით იხელმძღვანელეს, რომელიც ნანგრევებიდან ისმოდა. ქალი პატარა გოგონას დედა აღმოჩნდა, რომელიც სამაშველო ჯგუფებს მუდმივი ხმოვანი კონტაქტით, მათი ადგილსამყოფელისკენ მიმართულებას აძლევდა.

ბავშვისა და დედის გადასარჩენად, სამაშველო ბრიგადებს სპეციალური გვირაბის გაკეთება დასჭირდათ. მათ კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. თურქეთში, გუშინ საღამოს განმეორებითი  5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა.  ეპიცენტრი კვლავ ქალაქ სივრიჯესთან მდებარეობს. ელაზიღის პროვინციაში დაღუპულთა რაოდენობა კი 35-მდე გაიზარდა.

ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 45 ადამიანი ამოიყვანეს, სალიკვიდაციის სამუშაოებში 3400-ზე მეტი მაშველი, ასობით ერთეული ტექნიკა და 17 ძაღლი მონაწილეობს. 24 იანვარს მომხდარმა, 6.8 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომელსაც 200-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სრულად გაანადგურა 76 შენობა. 42 სახლი სერიოზულად დაზიანდა, 425-ს კი მცირე ზიანი მიადგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში