თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა /ფოტოამბავი/

26 იანვარი 2020, 14:31 2694 ნახვა

მიწისძვრა თურქეთში - ხელისუფლება მესამე სექტორთან ერთად საკვებით ამარაგებს იმ ხალხს, რომლებიც სტიქიის ზონაში არიან შეკრებილები.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1500-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას თურქული გამოცემა  ''Habertürk'' ავრცელებს.

თურქეთში 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა 24 იანვარს ღამით მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სივრისის მახლობლად, ელაზიგის პროვინციაში იყო. მიწისძვრას 4 მაგნიტუდის 530-მდე განმეორებითი ბიძგი მოყა.

 

ფოტო:Habertürk

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში