მაღალმთიან აჭარაში სოფლებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია

26 იანვარი 2020, 12:47 1545 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში, თოვლიან გზებს ისევ წმენდენ. ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაოებში 14 ერთეული ტექნიკაა ჩართული, 18 ტექნიკა შუახევში, ქედაში კი 12 ტექნიკა მუშაობს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფლის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა დასრულებულია. პარალელურად მიმდინარეობს ყინვის საწინააღმდეგო ღონისძიებები. დენი ყველა სოფელს მიეწოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში