ჩინეთიდან საქართველოში დაგეგმილი ყველა ავიარეისი 1-ელ თებერვლამდე გაუქმდა

26 იანვარი 2020, 12:12 1079 ნახვა

ჩინეთიდან საქართველოში დაგეგმილი ყველა ავიარეისი 1-ელ თებერვლამდე გაუქმდა. გუშინდელი ფრენა კი თავად ჩინეთის ინიციატივით არ შედგა. კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი აეროპორტშივე მოწმდება.

მათ თერმული სკრინინგი უტარდებათ და დისტანციური თერმომეტრებით ტემპერატურა ეზომებათ, რის შემდეგაც მგზავრებს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები ან მაღალი ტემპერატურა ექნებათ, სასაზღვრო კონტროლთან მობილიზებული ექიმები გაესაუბრებიან.

თუ გასაუბრების შემდეგ საჭირო გახდება დამატებითი გამოკვლევების ან მკურნალობის ჩატარება, მათ აეროპორტიდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში