აეროპორტში ჩინეთიდან საქართველოში შემოსულ მგზავრებს კორონავირუსთან დაკავშირებით თერმული სკრინინგი უტარდება

26 იანვარი 2020, 11:51 2214 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, რაც მოიცავს კორონავირუსის სიმპტომების შეფასებას.

''თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “კორონავირუსის” გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო. ეპიდემოლოგების ჯგუფს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟებიც შუერთდნენ. ადგილზე მედიკოსები მგზავრებს, როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ. მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.''- წერია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინფორმაციით, სასიკვდილო კორონავირუსის გავრცელების არეალი სწრაფად იზრდება. BBC-ის ცნობით, კომპარტიის პოლიტბიუროს საგანგებო სხდომაზე ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 56-ს შეადგენს, ხოლო ვირუსის ზემოქმედებით პნევმონია განუვითარდა 1975 ადამიანს.

ამ მაჩვენებლების მიხედვით, ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვი 15-ით ხოლო დაავადებულთა რიცხვი 688-ით არის გაზრდილი. ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობები ასევე რამდენიმე განკურნებული პაციენტის შესახებაც. მეცნიერები აქტიურად, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში