მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არის-საგარეო

25 იანვარი 2020, 10:00 1777 ნახვა

"არსებული მონაცემებით თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან"-ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 900-ზე მეტი კი დაშავდა. 

6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთში გუშინ ღამე მოხდა. მან ნგრევა გამოიწვია, ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში