ბათუმში 64-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო

24 იანვარი 2020, 12:13 3996 ნახვა

ბათუმის პიაცაზე, სამხედრო ფიცი 64-მა ახალწვეულმა დადო. დღეიდან ისინი თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებულ ბრიგადაში ჩაირიცხებიან და 1 წლის განმავლობაში იმსახურებენ.

სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცის დადებამდე საბრძოლო მომზადების 10-კვირიანი კურსი გაიარეს.

ახალწვეულებს ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, გენერალ მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში