რატომ შეუწყდა ხელშეკრულება შშმ პირს?

23 იანვარი 2020, 20:48 1822 ნახვა

მძიმე, პროგრესირებადი დაავადების მქონე 22 წლის ახალგაზრდა ხულოში სამსახურს ეძებს. იგი ბოლოს უსამსახუროდ მას შემდეგ დარჩა, რაც „კურორტ ბეშუმის“ ადმინისტრაციამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიზეზით გაათავისუფლა. ბევრი მოთხოვნის შემდეგ ახალგაზრდას მერიამ სამსახური ისევ შესთავაზა, მაგრამ მან დაბალი ანაზღაურების გამო, რითაც ბევრი საჭიროების მქონე  მცირესაც ვერ დაუკმაყოფილებდა, უარი თქვა. 

22 წლის ბიჭს, 15 წლის ასაკში ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი დაუდგინეს. მას შემდეგ დაავადება წლიდან წლამდე დამძიმდა, გართულდა მისი ყოველდღიურობაც, მაგრამ ახალგაზრდა ინარჩუნებს  კრეატიულობას და მოტივაციას, იმისთვის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ახალი შეთავაზების შემთხვევაში, იმუშაოს დამოუკიდებლად.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში