“ნაციონალური მოძრაობის” პრეტენზია

16 სექტემბერი 2016, 00:00 4566 ნახვა

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ბათუმის ოლქების საუბნო საარჩევნო კომისიებში გარკვეული წევრების ყოფნას აპროტესტებენ. პეტრე ზამბახიძის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნებში ისეთი პირები წარადგინა, რომლებსაც წინა არჩევნებზე დარღვევები აღმოუჩინეს და ამის გამო შენიშვნა, გაფრთხილება ან საჯარიმო სანქცია ჰქონდათ დაკისრებული. ანალოგიური პრეტენზიები მან დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებში ქართული ოცნების კვოტით წარდგენილი კონკრეტული წევრების მიმართაც გამოთქვა. ზამბახიძის განცხადებას ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში უპასუხეს. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, წევრებისთვის დაკისრებული სანქციები უკვე ვადაგასულია, შესაბამისად მათი ჩანაცვლების აუცილებლობა არ არსებობს. პრეტენზიებს პარტია ქართულ ოცნებაში ამ დროდე არ გამოხმაურებიან.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში