ვინ არის პასუხისმგებელი მაჭახლის ხეობაში მდინარის კალაპოტის შეცვლაზე?

22 იანვარი 2020, 20:40 2606 ნახვა

მდინარე მაჭახელა, დაინტერესებული პირებისთვის როგორც ჩანს ისევ მთავარი სამიზნეა. მას შემდეგ რაც „მთავარმა“ მდინარიდან ქვიშის უკანონოდ მოპოვების ფაქტი დააფიქსირა, გაირკვა, რომ ახლა მას კალაპოტი შეუცვალეს. ადგილობრივი მოქალაქეების ნაწილი ვარაუდობს, რომ იქ ჯებირს აწყობენ, ნაწილი კი ამბობს, რომ პარალელურად უკანონოდ ისევ იღებენ ინერტულ მასალას. ამის შესახებ იციან ხელვაჩაურის მერიაში, თუმცა ირწმუნებიან რომ დეტალებით არ დაინტერესებულან.

რაიმე ტიპის სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია ეკონომიკის სამინისტროს. ინფორმაციას არ ფლობენ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში. უწყება ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციით დაინტერესდა, თუმცა პასუხი არ გაუცია. ამასთან, სპეციალისტების შეფასებით კალაპოტის შეცვლით დაირღვა რამდენიმე კანონი და კონცენცია, მათ შორის ფაქტია, რომ დარღვეულია წყლიდან ათ მეტრში სანიტარული დაცვის ზონა. მდინარისთვის შეცვლილი კალაპოტი და ინფორმაციის ვაკუუმი სახელმწიფო უწყებებში.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში