ქარიშხალი და გიგანტური ტალღები - ესპანეთში სტიქიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

22 იანვარი 2020, 17:27 2680 ნახვა

ესპანეთს თავს ქარიშხალი გლორია დაატყდა. დაღუპულია 4 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, სამ შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი სხეულის გადაციება იყო. ერთ ადამინს კი სახურავის ფილა დაეცა. 

ქარიშხალმა განსაკუთრებული ზიანი ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილს მიაყენა.  სტიქიამ შტორმი, ქარბუქი და რეკორდული ზომის ტალღები გამოიწვია. მისი სიმაღლე 8-დან 14 მეტრს აღწევდა. 

220 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სკოლამ და სხვა საჯარო დაწესებულებებმა კი დროებით მუშაობა შეწყვიტეს. ათობით საავტომობილო გზა დაიტბორა. 

ესპანეთში ალიკანტეს აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა და 200-მდე  რეისი გადაიდო. სანაპირო რაიონებში კი ტალღების სიმძლავრის გამო, რამდენიმე შენობა დაზიანდა. 

ქარის სიჩქარე 115-120 კმ.სთ-ს აღწევს. ტემპერატურა კი ესპანეთის ზოგიერთ პროვინციაში -11 გრადუსამდე დაეცა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში