24 იანვარს აჭარაში მოთოვს

22 იანვარი 2020, 10:28 10806 ნახვა

ხვალ დღის მეორე ნახევრიდან, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან, ინტენსიურად გავრცელდება  ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც 24 იანვარს, აჭარაში მოსალოდნელია, სანაპირო ზოლში ნალექი-უმეტესად თოვლის სახით, მთაში კი ძლიერი თოვლი და ქარბუქი. პერიოდულად იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3 ბალი, საზღვაო ტრანსპორტისთვის ხილვადობა მკვეთრად შეიზღუდება.

მოსალოდნელი ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესების ფონზე 24 იანვარს გზებზე გადაადგილებისას მძღოლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ, ვინაიდან ხილვადობა იქნება შეზღუდული, როგორც სანაპირო, ასევე მთიან კურორტებზე, ამავდროულად ლიპყინული მოცურების რისკს ზრდის.

მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია წარმოიქმნას ზვავსაშიში მცირე კერები.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში