ბათუმის რივიერასთვის - აქცია ხვალ თბილისში გაიმართება

19 იანვარი 2020, 12:13 1629 ნახვა

''არა ბათუმის ჩაბეტონებას’’ - ამ ლოზუნგით  20 იანვარს   თბილისში , სამოქალაქო აქტივისტები იუსტიციის სახლთან,, ბათუმის კონცხზე’’ დაგეგმილი 5 ცათამბჯენის მშენებლობას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა ,, ახალგაზრდა მწვანეებია’’.

მათი თქმით, ბათუმის რივიერაზე ნებართვის გაცემა ღია დემონსტრირებაა იმისა, რომ ხელისუფლება საზოგადოების ინტერესს უგულებელყოფს და ყოველგვარი არგუმენტაციისა და სამეცნიერო დასაბუთების გარეშე მხარს უჭერს პროექტს, რაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქს.

6 ჰექტარ ტერიტორიაზე 5 ცათამბჯენის აგება, ისტორიულ ზონაში, მოქალაქეებმა არაერთხელ   გააპროტესტეს. ,,ბათუმის კონცხზე’’ კომპანია ,, სილ ქროუდ ჯგუფი’’ 5 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს . ერთ-ერთი  42 სართულიანი იქნება, რომლის მშენებლობის  ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 24 დეკემბერს გასცა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში