დავით პეტრიაშვილის „ზამთრის თასს“დღეიდან ბათუმი  უმასპინძლებს

18 იანვარი 2020, 12:24 1329 ნახვა

დავით პეტრიაშვილის „ზამთრის თასს“დღეიდან ბათუმი  უმასპინძლებს. წლევანდელ გათამაშებაში  საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას გუნდები იბრძოლებენ. უკვე ტრადიციად ქცეულ ტურნირში სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები  მონაწილეობენ.   “ა” ჯგუფში ერთმანეთს ესპანეთის, უკრაინისა და თურქეთის ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან, “ბ” ჯგუფში კი საქართველოს, უეფასა და ფიფას ნაკრები გუნდები.ფიფას ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებში ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ნუნუ გომეშია. ესპანეთის  ნაკრების შემადგენლობაში კი გულშემატკივრები   ივან კამპოს ნახავენ. მატჩები   ბათუმის ახალ  სპორტის სასახლეში  ჩატარდება.    ზამთრის თასის ფარგლებში ლეგენდათა ტურნირი მეოთხე წელია იმართება. გასულ წლებში ტურნირის გამარჯვებული ორჯერ საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები გახდა, ერთხელ კი, თურქეთის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში